სტატიები

Published on: 09 September 2017

იაპონიაში Ferrari -ს უნიკალური მოდელი იპოვეს

365 GTB/4 Daytona -ს 1200 ეგზემპლარიდან მხოლოდ 15 იქნა სარბოლო ვერსიაში გამოშვებული, ხოლო მათგან მხოლოდ 5 იყო ალუმინის ძარის მქონე. ამ მოდელების ფასი დაახლოებით $5,000,000 -ს აღწევს. კოლექციონერებს შორის დადიოდა ლეგენდა იმის შესახებ, რომ Ferrari -მ კიდევ ერთი ალუმინის, მაგრამ სამოქალაქო ვერსია ააწყო.

40 წლის შემდეგ ვარაუდები გამართლდა. 1980 წელს ავტომობილი იაპონიაში აღმოჩნდა, სადა ვინმე მაკოტო ტაკაის მიერ იქნა დამალული “უკეთესი დროისთვის”. იმ პერიოდისთვის ავტომობილს 36 390 კმ ჰქონდა გავლილი.

ამ უიშვიათესი Ferrari 365 GTB/4 Daytona -ს გაყიდვა, ამჟამინდელ მდგომარეობაშიც კი, Sotheby’s -ს აუქციონზე $1,600,000 — $2,000,000 -ად არის დაგეგმილი.

 

თეგები: ,


Back to Top ↑