ვიდეო

Published on: 22 September 2015

Honda -ს ისტორია ერთ ვიდეო რგოლში

კომპანია Honda დაფუძვნდა 1946 წელს თვითნასწავლი ავტომექანიკოსის სოიტირო ჰონდას მიერ. 1948 წელს კომპანიამ დაიწყო მოტოციკლებისა და ძრავების გამოშვება, უკვე 1964 წელს Honda მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მოტომწარმოებლად იქცა. პირველი ავტომობილი კომპანიამ 1963 წელს წარმოადგინა – ეს იყო ულტრაკომპაქტური პიკაპი T360, თუმცა იაპონელებისთვის წარმატებულად იქცა მოდელი N360, რომელიც 1967 წელს გამოჩნდა. 1973 წელს წარმოქმნილი საწვავის კრიზისის დროს ზუსტად ეს ეკონომიური მოდელი იქცა ბესტსელერად, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე აშშ -სა და ევროპაში. მოტოციკლისა და ავტომობილის გარდა Honda Motor Cortporation -ი დაკავებულია ასევე ნავების, გენერატორების, ნასოსების, ადამიანს მიმსგავსებული რობოტებისა და თვითმფრინავების წარმოებით.

Honda -მ თავისი მრავალწლიანი ისტორია ამ პატარა ორიგინალურ ვიდეოში ჩატია. ნახეთ ვიდეო:

თეგები: , ,


Back to Top ↑