სტატიები

Published on: 22 July 2015

ჰაკერებმა Jeep Cherokee გატეხეს (ვიდეო)

ამერიკულმა გამომცემლობა Wired -მა Uconnect -ის მულტიმედიური სისტემის არა უსაფრთხოებაზე მიღებული რამოდენიმე შეტყობიმების შემდეგ გადაწყიტა ჩაატაროს ექსპერიმენტი. გამომცემლობის სპეციალისტებმა მოიწვიეს ორი ჰაკერი, რომელთაც უნდა გაეტეხათ Jeep Cherokee. რის შედეგადაც კომპიუტერულმა გენიოსებმა შეძლეს ავტომობილის ელექტრონიკაში სრულიად შეღწევა, ანუ მაგალითისთვის ნებისმიერ მომენტში მათ შეუძლიათ ავტომობილს გაუთიშონ მუხრუჭები.

ზემოთ ხსენებული ჰაკერები არიან ჩარლი მილერი და კრის ვალეისიკი. ისინი ირწმუნებიან, რომ ერთადერთი აუცილებელი პირობა ამის გასაკეთებლად არის ინტერნეტთან კავშირი. ჩარლი და კრისი აღნიშნავენ, რომ თითქმის ყველა Fiat Chrysler Automobiles -ის მოდელებზე, რომლებიც აღჭურვილია Uconnect -ის მულტიმედიური სისტემით, შესაძლებელია მსგავსი რაღაცეების გაკეთება.

იძახიან, რომ FCA -ში იციან Uconnect -ის სუსტი მხარის შესახებ, საიდანაც შესაძლებელია ავტომობილში შეღწევა და ისინი მთელი ძალებით მუშაობენ პრობლემის მოგვარებაზე. მანამდე კი, როგორც ჩანს Uconnect -ის სისტემის მფლობელებს მოუწევთ მასზე ფალგის შემოხვევა და ანტენების დაძრობა…

თეგები: , ,


Back to Top ↑