Startaperi

სტატიები

Published on: 14 May 2018

ილონ მასკმა ლოს-ანჯელესის ქვეშ მშენებარე გვირაბის ვიდეო გამოაქვეყნა

Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ლოს-ანჯელესის ქვეშ მშენებარე “გამოსაცდელი” გვირაბის ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა, ის დარწმუნებულია, რომ მალე კომპანია Boring Company ქალაქის ქვეში ასეთი გვირაბების მთელ ქსელს ააშენებს. ამასთან ერთა ილონ მასკი დარწმუნებულია, რომ მგზავრობა სპეციალური ელექტრონული ავტობუსებით ბევრად იაფი იქნება ვიდრე ჩვეულებრივით.

ავღნიშნავთ, რომ თავიდან ჩაფიქრებული იყო ასეთ გვირაბებში ავტომობილებით გადაადგილება, თუმცა შემდგომ გადაწყდა ცოტათი შეეცვალათ კონცეპცია და შეექმნათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სახე, რომელსაც შეუძლია 200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება. ამ პროექტის შემქმნელები სხვა ჩანაფიქრზეც არ ამბობენ უარს – Hyperloop მატარებლების მშენებლობაზე, რომლებიც დაბალ წნევის მქონე მილებში 1200 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებიან.

თეგები: , ,


Back to Top ↑