ვიდეო

Published on: 23 July 2015

გერმანელმა სტუდენტებმა 0-100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების დროის რეკორდი მოხსნეს (ვიდეო)

ისინი საკუთარ თავს Green Team Formula Student -ს ეძახიან. ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ მათი სახელი, რადგან მათ 0-100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების დროის რეკორდი მოხსნეს – გერმანელი სტუდენტების მიერ შექმნილმა ელექტრონულმა ავტომობილმა 0-100 კმ/სთ სიჩქარე განავითარა 1,779 წმ -ში.

97e02c0f03d1cfa051c1d819a3

სიმართლე, რომ ვთქვათ შტუტგარდის უნივერსიტეტის სტუდენტების ეს მიღწევა ოფიციალურ ხასიათს არ ატარებს, იქიდან გამომდინარე, რომ ის ელოდება გინესის რეკორდების წიგნის კომისიის დასტურს. თვითონ სტუდენტები კი დარწმუნებულნი არიან გამარჯვებაში და ამტკიცებენ, რომ მათ წინა რეკორდი 0,006 წმ -ით გააუმჯობესეს.

სრულიად ელექტრონული ავტომობილი აღჭურვილია ოთხი ელექტროძრავით, თითო ძრავა ყველა ბორბალზე. ისინი საერთო ჯამში გამოიმუშავებენ 136 ცხენის ძალას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტომობილი იწონის 160 კგ -ს, ეს არც თუ ისე ცოტაა. ნახეთ ვიდეო:

თეგები: , ,


Back to Top ↑