სტატიები

Published on: 17 November 2017

გერმანელი ავტოფარეხში დაპარკინგებულ ავტომობილს 20 წელი ეძებდა

გერმანიის პოლიციამ 20 წლის წინ დაკარგული ავტომობილი იმავე ადგილზე იპოვანა, სადაც მფლობელმა დააპარკინგა. ცნობილია, რომ ინციდენტი მოხდა ფრანკფურტში.

1997 წელს 74 წლის მოხუცი უცნობი მიზეზების გამო თავისი ავტომობილით ერთ-ერთი შენობის ავტოფარეხში შევიდა და სატრანსპორტო საშუალება იქ დატოვა.  შემდეგ კი, როგორც ჩანს მამაკაცს დაავიწყდა თუ სად დააპარკინგა ავტომობილი და პოლიციას დაკარგვის განცხადებით მიმართა.

ავტომობილი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. ქალაქის მერიამ გადაწყვიტა ძველი შენობის დანგრევა. მოსამზადებელი სამუშაოების დროს მშენებლებმა ავტომობიი იპოვნეს. ადგილზე მოსულმა პოლიციელებმა მისი მფლობელის ვინაობა გაარკვიეს და ის გულმავიწყ მოხუცს დაუბრუნეს.

 

თეგები:


Back to Top ↑