Startaperi

სტატიები

Published on: 27 May 2019

გერმანელებმა მესამე თაობის 1-სერიას ფარდა ახადეს

BMW 1-სერიის ამჟამინდელი თაობა უკვე 8 წელია რაც გამოდის. ახალმა თაობამ, რომელიც მას ჩაანაცვლებს, მოდელის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. შეიცვალა არა მარტო დიზაინი, ასევე ისიც, რომ ავტომობილი ახლა უკვე წინა ამძრავიანია.

ახალ პლატფორმაზე გადასვლის შედეგად ავტომობილი ახლა უფრო ჰეჩბეკს გავს. სიგრძეში 5 მმ-ით დაიკლო, მაგრამ მოიმატა სიგანეში 34 მმ-ით და სიმაღლეში 13 მმ-ით. ბორბლებსშორისი ბაზა შემცირდა 30 მმ-ით. ავტომობილის საბარგულმა მოიმატა 20 ლიტრით.

ყველაფერტან ერთად ავტომობილის “სამკარა” ვერსია აღარ იქნება ხელმისაწვდომი.  გარეგნულად ავტომობილი 3-სერიის BMW-ს ჰგავს. მისგან რამოდენიმე დეტალიც კი ითხოვა, როგორებიცაა: კლიმატ-კონტროლის მონიტორი, მისი ბლოკი, ხელსაწყოთა პანელზე მოთავსებული 10 დიუმიანი დისპლეი და კიდევ სხვა წვრილმანები.

ავტომობილის ტოპ-ვერსია M135i გამოიმუშავებს 306 ცხენის ძალასა და 0-100 კმ/სთ აჩქარებას 4,7 წამში აკეთებს. მაქსიმალური სიჩქარე ტრადიციულად 250 კმ/სთ-ით არის შეზღუდული.

 

თეგები: ,


Back to Top ↑