სტატიები

Published on: 08 December 2017

გერმანელებმა BMW X6M -ისგან “უგზოობის დამპყრობელი” შექმნეს

ზუსტად ხუთი წლის წინ გერმანელებმა გამოгშვეს 823 ცხ.ძ. -ის მქონე BMW X6M, რომელმაც მიიღო სახელწოდება MHX6 Dirt. ახლა კი დღის სინათლეს ავტომობილის მეორე თაობა მოევლინა, მაგრამ ამჯერად ბევრად ექსტრემალური მახასიათებლებით. Manhart MHX Dirt 2 -მა მიიღო უგზოობისთვის შესაფერისი ვიზუალური მხარე, რომელიც ნებისმიერ რალი ჩემპიონატს მოერგებოდა.

ავტომობილმა მიიღო გაუმჯობესებული სავალი ნაწილი, მუხრუჭები, 21 დიუმიანი დისკები, კარბონის კაპოტი სავენტილაციო “ლაყუჩებით”, რკინის მილებისგან აწყობილი დამცავი კარკასი,  სახურავზე მოთავსებული შუქდიოდური პროჟექტორი და მრავალი სხვა.

Mangart -ის ძრავის ხელოსნებმა სერიოზული სამუშაო ჩაატარეს 4,4 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიან ტვინ ტუბრო ძრავაზე – დაუყენეს ახალი დგუშები, კომპრესორები, გამოსაბოლქვისა და გაგრილების განახლებული სისტემა. რეზულტატში ავტომობილი გამოიმუშავებს დამატებით 325 ცხ.ძ. -სა და 450 ნმ. ბრუნვით მომენტს. ასე, რომ “ბავარიელის” კაპოტ ქვეში არის ყველაზე ძლიერი ძრავა, რომელიც მიუღია არამარტო BMW X6M -ს, არამედ სხვა ყველგანმავლებსაც – 900 ცხ.ძ. (1200 ნმ.).

რათქმაუნდა ასეთმა მახასიათებმლებმა ავტომობილის ფასზეც იმოქმედეს, რამაც 395 000 ევრო შეადგინა. სულ ასეთი ხუთი ავტომობილი იქნება გამოშვებული. პოტენციურ მყიდველებს მოუწევთ ახლავე მიმართონ ტიუნინგ ატელიეს.

 

 

თეგები: , ,


Back to Top ↑