სტატიები

Published on: 06 June 2019

გერმანელები ახალი BMW-ების რეტრო სტილში გადაკეთებას იწყებენ

გერმანულმა კომპანია Everytimer-მა BMW-ს E88 თაობის 1-სერიის კაბრიოლეტის(2007-2013 წ. გამოშვება) მფლობელებს უჩვეულო ტიუნინგი შესთავაზა. რომლის არსიც მდგომარობს იმაში, რომ ეს ავტომობილები გადაკეთნენ  1968 წლის BMW 2002 Baur-ის კლასიკურ კაბრიოლეტებად.

ტიუნინგ-ატელიეს წარმომადგენლები თავიან იდეას შემდეგნაირად ხსნიან: ორიგინალური BMW 2002 Baur – იშვიათი და ლამაზი ავტომობილია, რომლის ყოლაც ბევრს უნდა. მაგრამ ყოველდღიური გამოყენებისთვის ის არ ივარგებს, რადგან მისი საკოლექციო ფასი საკმაოდ დიდია. BMW 1 Series E88 კი შედარებით ხელმისაწვდომი ავტომობილია, მისი BMW 2002  Baur-ად ქცევა ეს არის გადაწყვეტილება მათთვის,ვისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სურს კლასიკური ავტომობილის ტარება.

Everytimer-მა სადემონსტრაციო ნიმუში 2013 წლის 135i-ის ბაზაზე შექმნა. იმისათვის რათა თანამედროვე მოდელი კლასიკურად იქცეს, შეცვლილი იქნება ძარის თითქმის ყველა პანელი. ქარხნული ოპტიკა ჩანაცვლდება უნიკალური მრგვალი ფარებით.

 

თეგები: ,


Back to Top ↑