სტატიები

Published on: 10 November 2018

Geely ილონ მასკისთვის პასუხს ამზადებს

ჩინურმა ავტომწარმოებელმა China Aerospace Science and Industry Corp _თან(CASIC) “ზებგერითი” მატარებლების ერთობლივ პროექტზე მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება მიმართულია ორი ტექნოლოგიის გაერთიანებისკენ, ესენია მაგნიტური ლევიტაცია და ვაკუუმის მილები. როგორც CASIC-ირწმუნება, მსგავს სატრანსპორტო ხაზში მატარებელს 1000 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. პერსპექტივაში ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა 4000 კმ/სთ სიჩქარის განვითარებასაც კი, მაგრამ ეს მომავალში.

ავღნიშნავთ,რომ ზემოთ ხსენებული სისტემა ძალიან ჰგავს შტატებში Hyperloop-ის მშენებარე მაღალსიჩქარიან გვირაბებს. სადაც მატარებელს მაგნიტის ბალიშების საშუალებით ვაკუუმის მილებში უწევს გადაადგგილება, რის საშუალებითაც მაქსიმალურმა სიჩქარემს 402 კმ/სთ-ს შეიძლება მიაღწიოს.

ერთ-ერთი ასეთი პროექტის რეალიზებით ილონ მასკის კომპანია არის დაკავებული. მისი ჩანაფიქრით, მიწის ქვეშ არსებულს სპეციალურ პლატფორმებს ავტომობილების გადაადგილება 200 კმ/სთ სიჩქარით შეეძლებათ.

თეგები: , ,


Back to Top ↑