სტატიები

Published on: 19 April 2018

გაჯეტი, რომლის დახმარებითაც შუქნიშანზე მწვანე ფერი არასდროს გამოგრჩებათ!

საჭესთან სმარტფონის გამოყენებას არაერთი უსიამოვნო ფაქტი ახლავს თან. სოციალური ქსელების თვალიერების გამო, შუქნიშანზე მწვანე ფერის გამოტოვება და უკნიდან ატეხილი სიგნალები, სწორედ ერთ-ერთი იმ უსიამოვნო შემთხვევათაგანია. თუმცა, ამ უხერხულობისგან თავის არიდება უკვე შესაძლებელია, თანაც საკმაოდ მარტივად. Redlight Greenlight ახალი გაჯეტია, რომელიც თავად აღიქვამს შუქნიშანზე ფერების ცვლილებას და ტელეფონზე გამაფრთხილებელ სიგნალს გზავნის. გარდა ამისა, ტექნიკა ქვეითების მოძრაობასაც აფიქსირებს და მძღოლს მათ შესახებაც აწვდის ინფორმაცია.


Back to Top ↑