Startaperi

სტატიები

Published on: 07 March 2018

გაიცანით Porsche -ს ახალი “გულთამპყრობელი”

ჟენევის ავტოსალონში Porsche -ს ახალი “გულთამპყრობელის” ცოცხალი პრემიერა შედგა. თვით გერმანელი ინჟინრებიც კი აღნიშნავენ, რომ Porsche 911 GT3 RS ეს არის სარბოლო ავტომობილი, რომლის გამოშვებაც საერთო მოხმარების გზებზე გადაწყვიტეს. ავტომობილს თითქმის ყველაფერი სპორტული აქვს – ძრავა , სავალი ნაწილი და ა.შ.

ავტოომობილი აღჭურვილია 4,0 ლიტრი მოცულობის 520 ცხ.ძ. -ის მქონე ატმოსფერული ძრავით. 0-100 კმ/სთ აჩქარებას 911 GT3 RS 3,2 წამში აკეთებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 312 კმ/სთ -ს შეადგენს.

ასევე ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური პაკეტი Clubsport -ი, ამასთან უფასოდ და მისი ტარება მხოლოდ სარბოლო ტრეკებზე იქნება შესაძლებელი, რადგან აქ იქნება უსაფრთხოების გისოსები, ცეცხლის ჩასაქრობი და სხვა უსაფრთხოების სისტემები.

Porsche 911 GT3 RS -ის გაყიდვები ამ წლის აგვისტოს თვეში დაიწყება და დაახლოებით 230 000 ამერიკული დოლარი ეღირება.

თეგები: , ,


Back to Top ↑