ვიდეო

Published on: 15 October 2015

გაიცანით მსოფლიოში პირველი Lamborghini დრიფტისთვის!

თქვენს წინაშეა მსოფლიოში პირველი Lamborghini სპეციალურად დრიფტისთვის. უფრო კონკრეტულად გაუმჯობესებული Murcielago უკანა წამყვანითა და მნიშვნელოვანი განახლებების ნაკრებით.

ავტომობილი ეკუთვნის იაპონელ პილოტს დაიგო საიტოს. ავტომობილი პირველად თვის ბოლოს D1GP Tokyo Drift -ზე გამოვა და ვფიქრობთ წარმატებულადაც. დრიფტქარზე იმუშავა Liberty Walk -ის გუნდმა. პროექტზე დაახლოებით შვიდი თვე დაიხარჯა. სრულამძრავიანობას Murcielago დაემშვიდობა, სამაგიეროდ შეინარჩუნა ატმოსფერული 650 ცხენის ძალის მქონე V12 ძრავა. ასევე მან მიიღო უსაფრთხოების კარკასი, სავალი ნაწილის განახლება, ძალიან მაგარი ლუქი, მწვანე დისკები და გიგანტური უკანა ფრთა.

ნახეთ ვიდეო და შეაფასეთ:

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑