სტატიები

Published on: 21 November 2014

გაიცანით კონცეპტი Mini Citysurfer

ბრიტანული Mini წარმოგვიდგენს ელექტროსკუტერის კონცეპტს Citysurfer. მაშინ როდესაც ქალაქში წარმოქმნილი საცობები ოთხკარა Mini -თ  გადაადგილების საშუალებას არ იძლევა, ელექტრო სკუტერის დახმარებით, მართალია უკომფორტოდ მაგრამ თავისუფლად შევძლებთ სამსახურში და უკან სახლში გადაადგილებას ისე რომ საცობში მოხვედრის შიში არ შეგვაწუხებს.

18 კილოგრამიანი Citysurfer გამოიყურება საკმაოდ სიმპათიურად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი დაკეცვა და ავტომობილის საბარგულშ შენახვა. მსუბუქი ლითიუმიონური ბატარეა წყალგაუმტარ ბუდეში განთავსებულია ფეხით დასადგომი ზედაპირის ქვეშ. ბოლომდე დამუხტული ბატარეა საშუალებას იძლევა 15-20 კილომეტრის გავლას. თუკი იგი დაჯდა, საშიში არაფერია შეგიძლიათ როგორც ჩვეულებრივი სჯუტერის შემთხვევაში გადაადგილდეთ ფეხის მიწოლით, ამავდროულად ბატარეაც დაიტენება.

თეგები: , ,


Back to Top ↑