სტატიები

Published on: 15 November 2015

გაიცანით განახლებული Mercedes-Benz SL -ი

Mercedes-Benz -მა გადაწყვიტა დიდი ხანი არ გააჭიანუროს განახლებული SL -ის რელიზი და ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა ავტომობილის ფოტები,რომლის პირველი ცოცხალი ჩვენება გაიმართება ამ თვის ბოლოს ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე.

SL -ი საგრძნობლად შეიცვალა გარეგნულად და დაემსვასა Mercedes-AMG GT -ს. ყოველ შემთხვევაში ახალი LED ფარებით, რადიატორის ჩარჩოთი, კაპოტითა და ბამპერით.

ექსტერიერის სხვა განახლებები შეაფასეთ ქვემოთ მოყვანილი გალერეის საშუალებით. ხოლო რაც შეეხება სალონს გეტვით, რომ აქ გაზრდილია მულტიმედიური სისტემის დისპლეი, გამოჩნდა ახალი საათი ტორპედოს ზედა ნაწილში და ასევე მოძრაობის რეჟიმის ასარჩები ახალი ბერკეტი.

შტუტგარტიდან დეტალური ინფორმაცია ტექნიკის ნაწილში არ მოსულა, მაგრამ ცნობილია, რომ SL -ი მიიღებს უფრო მძლავრ ძრავებსა და 9 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს ყველა მოდიფიკაციისთვის. სურათებზე ნაჩვენები არის ავტომობილის როგორც ჩვეულებრივი, ასევე AMG ვერსიაც.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑