სტატიები

Published on: 07 September 2017

გაიცანით 2040 წლის იაგუარი Driver-ზე

ავტომობილის პროტოტიპი ავტოპილოტით, გვიჩვენებს  Jaguar-ის მომავალ ავტომობილს . სამადგილიანი კონცეპტი აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტის მქონე მოხსნადი საჭით, სახელად Sayer, რომელიც დაერქვა დიზაინერ Malcom Sayer-ის პატივსაცემად. სწორედ  ის მუშაობდა D, E და XJS ტიპის მოდელებზე.

 

Jaguar-ის მწარმოებლები ირწმუნებიან რომ 2040 წლისათვის, Sayer-ი იქნება მძღოლის ერთადერთი საჭირო ატრიბუტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება არა მარტო დღის განრიგის განსაზღვრა ან ავტომობილის სახლთან გამოძახება, არამედ რესტორანში მაგიდის შეკვეთაც კი. მწარმოებლები აღნიშნავენ რომ ავტომობილი მუშაობს სრულიად ავტომატურ რეჟიმში, თუმცა მძღოლს ნებისმიერ დროს ეძლევა საშუალება თავად მართოს ის.

თეგები: , ,


Back to Top ↑