Startaperi

სტატიები

Published on: 07 May 2018

ფრანგი ექსტრემალი, რომელიც ველოსიპედით 400 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას ცდილობდა, დაიღუპა

ფრანსუა ჟისი ცნობილი გახდა 2014 წლის ზაფხულში, როდესაც მან სპეციალურად აწყობილი ველოსიპედით 333 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო. ჯერ კიდევ მაშინ მან განაცხადა, რომ შეეცდებოდა თავისი მოღწევის გაუმჯობესებას და ველოსიპედით 400 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებდა.

ველოსიპედის შემუშავებით ჟისი თავის მეოგობართან, კვანტური ოპტიკის სპეციალისტთან ერთად იყო დაკავებული. ახალი ველოსიპედის შექმნას სამი წელი დასჭირდა. მაისის დასაწყისში ჟისიმ აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე მისი ცდები დაიწყო.

სატესტო გასვლებში მან 200 კმ/სთ განავითარა, ამის შემდეგ ის კონსტრუქციის გამართულობაში დარწმუნდა და გაემგზავრა თავის ბოლო გასვლაზე. მან დამაჯერებლად განავითარა 300 კმ/სთ სიჩქარე, მაგრამ შემდგომ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და აეროდრომის ბეტონის სავალი ნაწილიდან გადაფრინდა.

იმის მიუხედავად, რომ ის უცებ იქნა სამედიცინო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაყვანოლი, მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. მოცემულ მომენტში საქმეს იძიებს პოლიცია. თვითმხილველთა თქმით შემთხვევა უსწორმასწორო გზის მონაკვეთის გამო მოხდა, როდესაც ჟისიმ საჭე ვერ დაიმორჩილა და დაიმტვრა.

თეგები: , , ,


Back to Top ↑