სტატიები

Published on: 03 October 2019

“ფორსაჟის” ვარსკვლავის ავტომობილების კოლექციას აუქციონზე ყიდიან

ამერიკელი მსახიობის პოლ უოკერის ავტომობილებისა და მოტოციკლების კოლექციას აუქციონზე გაყიდიან. 2020 წლის იანვარს სააუქციონო სახლი Barret-Jackson-ი გასაყიდად 21 სატრანსპორტო საშუალებას გამოიტანს, რომელთა შორის იშვიათი ეგზემპლარებიც არიან.

პოლ უოკერი ფართო საზოგადოებისთვის კინო ფრანშიზა “ფორსაჟიდან” ბრაიან ო კონერის როლის შესრულებით არის ცნობილი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მსახიობს როლში შესვლა არ მოუწია, რადგან უოკერს ცხოვრებაშიც ძალიან უყვარდა და ერკვეოდა ავტომობილებში. ამიტომ კოლექციაში თავს იყრის ისეთი ავტომობილები, მაგალითად,როგორებიცაა BME E30-სა და E36-ის შვიდი ეგზემპლარი “M შესრულებით”, Nissan Skyline R32-ის სარბოლო მოდიფიკაცია, სატრეკო Ford Mustang Boss-ი და Audi S4.

უოკერი ასევე ამერიკულ ჯიპის ტიპის ავტომობილებს აფასებდა, ამიტომ ლოტების სიაში შევხვდებით  1995 წლის Ford Bronco-ს , 2003 წლის Ford F-250-სა და 2004 წლის GMC Sierra-ს.

პოლ უოკერი 2013 წლის 30 ნოემბერს დაიღუპა ქალაქ სანტა-კლარიტაში. ის Porsche Carrera GT-ის მგზავრის სავარძელზე იმყოფებოდა, ხოლო ავტომობილს მისი მეგობარი როჯერ როდასი მართავდა. მაღალი სიჩქარის გამო ავტომობილი მოცურდა, ხეებს შეეჯახა და ცეცხლი წაეკიდა.

 

თეგები: ,


Back to Top ↑