Startaperi

სტატიები

Published on: 03 December 2017

Ford Performance -ს კატალოგმა ევროპაში ჩააღწია

Ford Performance -ს კატალოგში წარმოდგენილია პროდუქტების ფართო არჩევანი, რაც უზრუნველყოფს ვიზუალური მხარის, “დამუხტული” მოდელების სხვლის მახასიათებლებისა და ხმის გაუმჯობესებას. ბევრი დეტალი შემუშავებულია ისეთი ცნობილი კომპანიების თანამშრომლებთან ერთად, როგორებიცაა: Borla, KW, Remus -ის და Roush -ი. შეკვეთების მიღება ამ წლის პირველი დეკემბრიდან დაიწყო.

კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი  იქნება სპეციალური ამორტიზატორები, 15% -ით შემსუბუქებული ადვილად დნობადი დისკები,  სამოქალაქო და სარბოლო ვერსიებისთვის განკუთვნილი უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული გამოსაბოლქვი სისტემა.

Ford Mustang -ის ექვსაფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფისთვის ხელმისაწვდომი იქნება განსაკუთრებული ბერკეტი, ასევე 5,0 ლიტრი მოცულობის V8 ძრავისთვის რამოდენიმე ეტაპიანი “დამუხტვა”, რაც სიმძლავრის 600 ცხ.ძ. -ზე მეტის გაზრდის საშუალებას იძლევა.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑