სტატიები

Published on: 24 September 2015

Ford -მა ახალი F-Series Super Duty გამოიყვანა

Ford -მა სრულიად მოულოდნელად წარმოადგინა 2017 სამოდელო წლის F-Series Super Duty .ავტომობილი პუბლიკის წინაშე სავარაუდოდ ნოემბრის ლოს-ანჯელესის ავტოსალონში წარსდგება, ხოლო ოფიციალური ფოტოები და ცოტა ინფორმაცია უკვე ჩვენთან.

კომმპანიაში ახალ მოდელს ისტორიაში ყველაზე მძლავრს და ჭკვიანს უწოდებენ. ალბათ ყველაზე მრისხანედაც უნდა ჩაითვალოს. მას ძალია უხდება ახალი F-150 -ის დიზაინერული ელემენტები. ასევე მისგან მიიღო სალონის რამოდენიმე ელემენტიც.

ალუმინის დახმარებით ავტომობილმა წინა მოდელთან შედარებით 158 კგ მოიკლო. ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება: შუქდიოდური ოპტიკით, დიდი თაჩსქრინის მქონე მულტიმედიური სისტემით, ადაპტიური საჭით, ელექტრონული დამხმარე ხელსაწყოების სრული ნაკრებითა და ძრავების მდიდარი გამით, რომელშიც შედის 6,2 და 6,7 ლიტრი მოცულობის როგორც დიზელის, ასევე ბენზინის V8 ძრავები. ასევე V10 6,8 ლ მოცულობის ძრავა.

როგორ მოგწონთ ასეთი 2017 F-Series Super Duty?

თეგები: ,


Back to Top ↑