სტატიები

Published on: 16 March 2017

Ford -ის ავტომობილები ქვეითებს სიბნელეში ამოიცნობენ

კომპანია Ford -მა წარმოადგინა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ღამით ქვეითების ამოცნობის საშუალებას იძლევა, რის შემდეგაც თუ ამაზე მძღოლი რეაგირებას არ მოახდენს სისტემა ავტომატურად ამუხრუჭებს. ქვეითების ამოცნობის ტექნოლოგია ინფორმაციის დამუშავებს “ბამპერზე” დაყენებული რადარისა და საქარე მინაზე არსებული ვიდეო თვალის საშუალებით ახდენს.

“ქვეითების გამოსახულების” მონაცემთა ბაზა სისტემას საშუალებას აძლევს განასხვავოს ადამიანები და ისეთი ობიექტები, როგორიცაა ხე და საგზაო ნიშანი. ვიდეო თვალი წამში 30 კადრს იღებს. რეალურ დროში გადაცემული კადრები საშუალებას აძლევენ სისტემას მოახდინოს ქვეითების იდენტიფიცირება, მაშინაც თუ ღამეა და ირგვლივ სუსტი განათებაა.

იმ შემთვევაში თუ სისტემა “ხვდება”, რომ შეჯახება გარდაუვალია, თავიდან ის მძღოლს ხმოვან და ვიზუალურ სიგნალს გადასცემს. თუ კი ამას რეაგირება არ მოყვა, სისტემა ავტოატურად ამუხრუჭებს.

გამოკითხვების მონაცემებით, რომელიც კომპანია Ford -მა ჩაატარა, ევროპელი მამაკაცი-მძღოლების 81% გამოტყდა, რომ მათ ღამით მგზავრობისას გარკვეული შიშის გრძნობა ეუფლებათ, ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 87% -ს აღწევს. მათგან ნახევარს ეს გრძნობა იმიტომ უჩნდებათ, რომ ცუდად ხედავენ გზას.

თეგები: , , ,


Back to Top ↑