სტატიები

Published on: 29 September 2017

ფინელმა ტაქსისტმა Tesla -ით 400 000 კილომეტრი გაიარა.

ფინელმა ტაქსისტმა “ტესლას” ექსპლუატაცია სულ რაღაც 3 წლის წინ დაიწყო. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ყოველდღიურად ელექტრომობილი 350 კილომეტრს გადიოდა, ბატარეას კი დამუხტვა-განმუხტვის 1000 -ზე მეტი ციკლი დასჭირდა.

გარბენის მიუხედავად Tesla თითქმის უპრობლემო ავტომობილი აღმოჩნდა. ერთადერთი სერიოზული რის გამოც შეკეთება იყო საჭირო, ეს იყო აკუმულატორის პრობლემა. ტაქსისტი უახლოეს 3-4 წელიწადში ერთ მილიონიან მაჩვენებელზე ასვლას გეგმავს.

ელექტროტექნიკის პროფესორმა იუხა პირხონენმა ამ ინფორმაციას დაუმატა ისიც, რომ აკუმულატორული ბატარეების თანამედროვე ტექნოლოგია დამუხტვის 15 000 ციკლის გარანტიას იძლევა, ასე,რომ ჩვენს გმირს ავტომობილი კიდევ დიდხანს ემსახურება.

თეგები:


Back to Top ↑