სტატიები

Published on: 10 October 2018

ევროპაში Volkswagen-ების გაყიდვები 42%-ით დაეცა

ევროპაში სექტემბრის თვეში Volkswagen-ის მარკის ავტომობილების გაყიდვები 42,6%-ით დაეცა (91 ათასი ავტომობილი), ხოლო კომპანიის ყველაზე დიდ ბაზარზე, გერმანიაში – 47,1%-ით. ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების გაყიდვების დაცემა 19,1%-ით განისაზღვრა. ამის მიუხედავად მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 2,9%-ით არის გაზრდილი. იანვრის თვიდან სექტემბრის თვის ჩათვლით მსოფლიოში Volkswagen-ის  4,6 მლნ ავტომობილი გაიყიდა.

კომპანია Volkswagen AG-ს განცხადებით გაყიდვების დაცემის პირველ მიზეზად სახელდება ევროპაში 1 სექტემბრიდან შემოღებული რეგულაციები, რომლებიც გულისხმობენ მავნე გამონაბოლქვის შემოწმების ახალ სტანდარტებს. შეგახსენებთ, რომ ეს სტანდარტები შემოღებული იქნა “დიზელგეით”-ის სკანდალის შემდეგ, რომელმაც გერმანულ კონცერნს დიდი ზიანი მოუტანა.

“წლის დასაწყისიდან სექტემრის თვემდე არსებული პერიოდი Volkswagen-ისთვის წინა წლებთან შედარებით ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. სექტემბერში სიტუაცია ჩვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდა,მაგრამ ჩვენ ამას ველოდით. სტანდარტების შეცვლა ოქტომბრის თვის გაყიდვებზეც აისახება, მოკლებ წლის ბოლოსთვის კომპანია Volkswagen-ის 14 მოდელზე WLTP-ის სერტიფიკატებს მიიღებს, რამაც სიტუაცია უნდა გამოასწოროს” – იუგენ შტაკმანი (Volkswagen-ის დირექტორთა საბჭოს წევრი).

 

 

 

თეგები: , ,


Back to Top ↑