სტატიები

Published on: 03 February 2017

ერთოთახიანში 30 წლით დამალული Ferrari -ს ბედი

დასავლეთ ჰოლივუდის ერთოთახიან აპარტამენტში 30 წლის მანძილზე Ferrari ინახებოდა.  ინფორმაცია ავტომობილის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ახალი პატრონი გამოუჩნდა. მისი მესაკუთრე ადგილობრივი ადვოკატია. ის ყვება, რომ მან თავისი კლიენტის აპარტამენტებში შენახული უჩვეულო ავტომობილის შესახებ ზოგადი ინფორმაცია იცოდა, თუმცა ძველი მეპატრონე მას დეტალებს არ უყვებოდა.

პირველად იურისტმა ავტომობილი კლიენტთან სახლში ვიზიტის დროს ნახა. ეს იყო 1959 წლის Ferrari 250 GT. ადვოკატმა მეპატრონეს ავტომობილის გაყიდვა შესთავაზა. იქიდან გამოდინარე, რომ ის სხვა შტატში გადასვლას აპირებდა დათანხმდა. ამის შემდეგ ავტომობილის ახალი მეპატრონე იურისტი გახდა. უცნობია თუ რა თანხა გადაუხადა.

ავტომობილის საბუთების მიხედვით ჩანს, რომ მისი პირველი მფლობელი ჯონ ფონ ნოიმანი იყო, რომელმაც ის კალიფორნიაში შეიძინა.  1975 წლის 29 ივლის ავტომობილი მეორე მფლობელის ხელში გადავიდა, რომელიც გახლავთ ჩვენი დღევანდელი გმირი, რომელმაც Ferrari თავის ჰოლივუდურ აპარტამენტში 30 წლით გამოამწყვდია. თუმცა მას შემდეგ, რაც მასზე 8 წელი იარა.

როგორც ცნობილი გახდა ავტომობილის მფლობელმა თავისი ბინა Ferrari -ს შესანახად იქიდან გამომდინარე შეარჩია, რომ იმ დროს ჰოლივუდი არც თუ ისე უსაფრთხო რაიონად ითვლებოდა. ამის გასაკეთებლად მას კედლის დანგრევა და ამოშენება დასჭირდა. ამასთან ავტომბილს მოახსნა ბორბლები, საჭე და გადაცემათა კოლოფი.

Ferrari 250 GT PF Coupe -ს ახალი მეპატრონე ავტომობილის რესტავრაციას აპირებს, ხოლო გაყიდვას უახლოეს მომავალში ჯერ არ გეგმავს.

თეგები: ,


Back to Top ↑