Startaperi

სტატიები

Published on: 07 June 2019

ელექტროქარებმა ხმა უნდა გამოსცენ

2019 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირში ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმადაც ელექტრონულმა ავტომობილებმა 20 კმ/სთ სიჩქარემდე გადაადგილებისას აუცილებლად უნდა გამოსცენ ხმა, რომელიც ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის ავტომობილის მოახლოების მანიშნებელი იქნება.

ექსპერტებმა უკვე მრავალი წელია წამოჭრეს ელექტრონული ავტომობილების “უხმო” მოეახლოების საკითხი. ახალი კანონი არ  განსაზღვრავს კონკრეტულად როგორი ხმა გამოსცეს ავტომობილმა. მთავრობამ მხოლოდ ხმის დონე განსაზღვრა (56 დეციბელი), ასევე ისიც, რომ უნდა იცვლებოდეს ხმის სიხშირე, იქიდან გამომდინარე ჩქარდება, თუ ჩერდება ავტომობილი. საინტერესოა ისიც, რომ იგივე მოთხოვნები დაწესდება ელექტრონული ავტომობილების მიმართ 2020 წელს შტატებში.

თეგები:


Back to Top ↑