ვიდეო

Published on: 14 April 2017

ელექტრონულმა სედანმა Lucid Air -მა სიჩქარის საკუთარი რეკორდი მოხსნა

კომპანია Lucid Motors -მა თავისი 1000 ცხ.ძ. -ის მქონე ელექტრონული სედანის Air -ის ვიდეო რგოლი გამოაქვეყნა, სადაც ავტომობილი 350 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.

როგორც კომპანიაში თქვეს, Lucid Air -ის ზამთრის ტესტებმა წარმატებით ჩაიარეს. ახლა ავტომობილი გაზაფხული-ზაფხულის ტესტებს გადის, რისთვისაც სპეციალისტებმა ოჰაიოში არსებული ტრეკი შეარჩიეს.

Lucid Air -მა 12 კილომეტრიან ტრეკზე მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ განავითარა და ამით საკუთარი სიჩქარის რეკორდი მოხსნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტრონულ სედანს ერთ დამუხტვაზე 630 კმ -ს დაფარვა შეუძლია, ხოლო 0-97 კმ/სთ აჩქარებას სულ რაღაც 2,5 წმ -ში აკეთებს.

თეგები: , ,


Back to Top ↑