სტატიები

Published on: 26 December 2017

Ebay -ზე Ferrari 360 იყიდება

რამოდენიმე დღის წინ ჩვენ დავწერეთ Tesla Model S -ის ლიმუზინის შესახებ, რომელიც Ebay -ზე პროექტის დამთავრებითვის ინვესტორს ეძებდა. ხოდა Ebay -ს ელექტრონული აუქციონს კიდევ ერთი უნიკალური ქმნილება ეწვია, რომელიც აწყობილია 2003 წლის Ferrari 360 -ის ბაზაზე.აუქციონზე ამ ლიმუზინზე 15 ათასზე მეტი მოთხოვნა არის გაკეთებული, ყველაზე მაღალი შეთავაზება კი 104 400 დოლარს შეადგენს, მაგრამ როგორც ჩანს მფლობელებს ეს თანხა ეცოტავებათ.

აქვე გეტყვით, რომ ჩვეულებრივი Ferrari 360 დაახლოებით იგივე თანხა ღირს, რაც ლიმიზუნის შემთხვევაში იქნა შეთავაზებული. ასევე ცნობილია, რომ ამ ავტომობილს სულ ცხრა პატრონი ჰყავდა.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑