სტატიები

Published on: 15 June 2018

ძველი “რკინის ჰამერი” განახლდა

ლეგენდალური”ჰამერი”, იგივე HMMWV, რომელიც 1985 წლიდან გამოდოს, ათეულობით ქვეყნის შეიარაღებაშია. იმის მიუხედავად, რომ ავტომობილი ბევრი მაჩვენებლით მოძველებულად ითვლება, რიგებში ის კიდევ დიდხანს დარჩება. მართალია შტატებმა ამ ავტომობილზე უარი თქვა და ის დიზელ-ელექტრონული ყველგანმავლით L-ATV-თი ჩაანაცვლა, მაგრამ ყველა ქეყანა თავს ამის საშუალებას ვერ მისცემს და სწორედ მათთვის განახლდა ეს რკინის მონსტრი სამოდელო ნომრით NXT360.

როგორც ცნობილია, “ჰამვის” სუსტი ბრონირების მქონე მოდიფიკაციებს ხშირად მიყავდათ საქმე დიდ დანაკარგებამდე. ამიტომ NXT360 გამოშვებული იქნება ბრონირების B7 კატეგორიით, რომელიც უძლებს 7,62 მმ კალიბრის ტყვიებსა და ხელის ყუმბარების ნამსხვრევებს. როგორც შემქნელები ირწმუნებიან ახლა ჯავშანტრანსპორტს 6კგ ტროტილის აფეთქების შემდეგ ჩამოწერა არ უწერია.

ავტომობილი აღიჭურვება 6,5 ლიტრი მოცულობის რვა ცილინდრიანი დიზელის ძრავით, რომელიც 250 ცხ.ძ. -ს გამოიმუშავებს. იმის მიუხედავად, რომ ავტომობილის მასა 6,4 ტონიდან 7,1 ტონამდე გაიზარდა, საწვავის მოხმარება 15%-ით არის შემცირებული.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑