სტატიები

Published on: 10 October 2014

ძილი საჭესთან : როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას?

 

შეუძლია თუ არა ძილს მოკვლა?  კი თუ ეს არის ძილი საჭესთან. სტატისტიკით ყველაზე საშინელი ავტო-საგზაო შემთხვევები ამ მიზეზით ხდება. რის გამოც ზიანდებიან ან იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები.

1(5) ბევრმა გამოცდილმა მძღოლმა იცის, რომ ძილს შეუძლია მოულოდნელად “შემოპარება”, ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ ორგანიზმის სიგნალების ამოცნობა, რომლებიც გვანიშნებენ დაღლილობასა და ძილის მოახლოვებაზე. პირველ რიგში გავერკვიოთ იმაში თუ რა შეიძლება გახდეს საჭესთან ჩაძინების მიზეზი. 2(4)  ღამით მგზავრობა. დღე მუშაობისთვისაა, ღამე კი ძილისთვის – ეს არის ბუნების კანონი. შეძლებისთანავე შეეცადეთ მოერიდოთ ღამით მგზავრობას. თუ თქვენ გასავლელი გაქვთ დიდი გზა, რომელსაც დასჭირდება რამოდენიმე დღე, სასურველია გამოიძინოთ სასტუმროში და არა თვალი მოატყუოთ ავტომობილის სავარძლებში.

3(2) წამალი.  ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღება ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. მძღოლი, რომელმაც მიიღო მსგავსი პრეპარატი თავს გრძნობს მსუბუქად და მშვიდად, ასეთი მდგომარეობიდან ძილამდე კი დიდი მანძილი არ არის.

4(1)ალკოჰოლური სიმთვრალე. ალკოჰოლური სასმელის მცირე რაოდენობით მიღებაც კი საგრძნობლად ზრდის საჭესთან ჩაძინების რისკს.

5(2)ტარება ნოყიერი სადილის შემდეგ.  ნოყიერი სადილობის შემდეგ სისხლი მიეწოდება საჭმლის მომნელებელ სისტემას, ეს არის იმის მიზეზი, რომ ბევრ ჩვენგანს სადილობის შემდეგ ძილი უნდება. თუ თქვენ მიეკუთვნებით ასეთი ადამიანების რიგებს, რეკომენდირებულია, რომ სადილის შემდგომ ეგრევე საჭესთან არ დაჯდეთ.

მოყვანული მიზეზების გარდა კიდე არის ბევრი მიზეზი რამაც შეიძლება ძილი გამოიწვიოს. ზემოთ ხსენებულები არიან ერთ-ერთი ძირითადი მიზეზები, რომელთა იგნორირებაც არ ღირს. მძღოლი ვალდებულია თვითონ აკონტროლოს თავისი მდგომარეობა და ადვეკატურად შეაფასოს ის, ამასთან მხედველობაში მოიყვანოს თავისი ორგანიზმი.

იმ შემთხვევაში თუ საჭესთან აღმოჩნდით მძიმე ფიზიკური სამუშაოს შემდეგ შესაძლოა ფიქრები აგერიოთ და ვერც შეამჩნიოთ, როგორ გადაგერთოთ ყურადღება გზისგან, ისიც თუ როგორ გაიარეთ გზის  ბოლო ნაწილი. ეს არის ეგრედწოდებული ძილი გახელილი თვალებით. საშიში ისაა, რომ ამ დროს მძღოლს ჰგონია მის გარშემო ყველაფერი შენელდა და ქვეცნობიერად მოდის სურვილი მიაჭიროს გაზს. ამ დროს ძილი აუცილებელია.

ძილი – ძალიან ძლიერი და დაუნდობელი მეტოქეა, ასე რომ არ ღირს მასთან ბრძოლა რადაც არ უნდა ღირდეს. ენერგეტიკული სასმელის გამოყენება ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ მხოლოდ მცირე დროით გაიმძაფროდ ყურადღება, ამიტომ ის გამოგადგებათ მაშინ, როცა დანიშნულ ადგილზე მისასვლელად დარჩენილია ერთ საათზე ცოტა.

დასასრულისთვის ვიტყვი, რომ დღესდღეისობით ბევრი ავტომწარმოებელი ცდილობს ავტომობილში მძღოლის მდგომარეობის მაკონტრორელები სისტემის ინტეგრაციას.  ჩაძინების შემთხვევაში ხმოვანი სიგნალით ისინი აფრთხილებენ მძღოლს, რომ მათ უნდა დაისვენონ. ასეთი მოწყობილობები შესაძლოა შევიძინოთ ცალკე. მათ ჰქვიათ «StopSleep» -ი.

 

თეგები:


Back to Top ↑