ვიდეო
Published on: 23 August 2019
ჟურნალისტებმა “დაუმთავრებელი Mercedes-Benz-ების სასაფლაო” იპოვეს
კომპანია Daimler Group-ი იძულებული გახდა ათასობით ახალი ავტომობილი დროებით აეროდრომის ასაფრენ ბილიკზე შეენახა. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, “სასაფლაოზე დეფექტური ავტომობილები” მოხვდნენ. მათ შორის არიან GLE-სა და GLS-ის მოდელები, ასევე აეროპორტის ტერიტორიაზე მოხვდნენ E და С-კლასის კუპეები.
Automobilwoche-ს ინფორმაციით მოცემულ მომენტში Mercedes-ი დაახლოებით 40 000 ავტომობილი გადაცემას შემკვეთებისთვის ვერ ახერხებს ( ნაწილი სწორედ ამ ასაფრენ ბილიკზე დგას). GLE-სა და GLS-ის სავარძლები და ბამპერი დეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ Daimler-ი ამ დეტალების ახალი პარტიის მიღებას ელოდება.