სტატიები

Published on: 16 November 2019

დიდ ბრიტანეთში აუქციონზე 135 უსაბუთო ავტომობილისგან შემდგარი უცნაური კოლექცია გაიყიდა

დიდ ბრიტანეთში, ამ თვის დასაწყისში, გაიმართა აუქციონი  NCM Auctions and Asset Management, რომელზეც გასაყიდად 135 ავტომობილისგან შემდგარი კოლექცია გამოიტანეს. არცერთ მათგანზე არანაირი საბუთები და მითუმეტეს გარანტია არ არსებობს. კოლექციაში შედიან ისეთი ავტომობილები, როგორებიცაა ექვს ბორბლიანი Range Rover-ი, რომელსაც Carmichael Commando-საც ეძახიან, MG MGB GT-ის 10 ეგზემპლარი, ოთხი BMW 635 CSis-ი, სამი Humber Super Snipes-ი, ასევე Jensen Interceptor III, Toyota Celica GT-Four-ი, Ford Escort RS Cosworth-ის რეპლიკა, Alfa Romeo GTV, Vesta-ს ოთხი მოპედი და სხვა.

 

თეგები:


Back to Top ↑