ვიდეო

Published on: 21 April 2017

დღის ვიდეო: სატვირთომ მსუბუქი ავტომობილი მაგისტრალზე “ათრია”

უჩვეულო შემთხვევა მოხდა კალიფორნიის შტატის (აშშ) ერთ-ერთ მაგისტრალზე. ვიდეო რგოლზე კარგად ჩანს, თუ როგორ მიათრევს სატვირთო მაგისტრალზე Nissan Maxima -ს. ეს ყველაფერი გრძელდებოდა 6 კილომეტრის მანძილზე. სხვა მძღოლები სატვირთოს მძღოლს უსიგნალებდნენ, ანიშნებდნენ, მაგრამ ის ვერაფერს ამჩნევდა. საბოლოოდ როდესაც მისი გაჩერება მოხერხდა და მას უთხრეს, რომ მისი ავტომობილის ქვეშ მსუბუქი ავტომობილი არის მოყოლილი, მან განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

პოლიციის ვერსიით, სატვირთომ Nissan -ის ავტომობილი “აითრია” იმ დროს, როდესაც ის მაგისტრალზე სხვა ავტომობილის გადასწრების მანევრს აკეთებდა.

თეგები: , , ,


Back to Top ↑