ვიდეო

Published on: 27 September 2017

დღის ვიდეო: Porsche -მ ახალი რეკორდი დაამყარა

გერმანელები ირწმუნებიან, რომ მათ შეძლეს “საერთო მოხმარების გზებზე დასაშვებ ავტომობილებში” რეკორდის დამყარება. 20 სექტემბერს Porsche 911 GT2 RS -მა ნიუბურგრინგის 20,6 კილომეტრიანი ტრასა 6.47,3 წუთში დაფარა. ეს იმაზე ბევრად სწრაფია, ვიდრე ავტომობილის შემქმნელები მოელოდნენ.

Porsche 911 GT2 RS ივნისის ბოლოს ინგლისში გამართულ გუდვუდის ფესტივალზე იქნა წარდგენილი. ისა ღჭურვილია 700 ცხ.ძ. -ის მქონე ძრავით. 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 2,8 წმ -ში. უკანა ამძრავიანი კუპის მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ -ს შეადგენს.

 


Back to Top ↑