Published on: 12 March 2015
დავით ქაცარავა დრაივერზე
დრაივერი გაესაუბრა ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მსახიობს დავით ქაცარავას. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს.
D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?
მარტო დავჯექი 12 წლიდან, რა თქმა უნდა ქალაქგარეთ. მართვის მოწმობა 17 წლის ასაკში ავიღე და მის მერე უწყეტი სტაჟი მაქვს.
Opel Omega.
D: რა ავტომობილი გყავთ ამჟამად?
Land Cruiser 100 და Mitsubishi Delica .
D: თქვენი ოცნების ავტომობილი?
Land Cruiser 100 და Mercedes G Class 6×6 .
D: რა საწვავს ასხამთ?
Euro Regular -ს.
D: ხართ თუ არა დაჯარიმებული ოდესმე?
რა თქმა უნდა. სიჩქარეც ყოფილა, ტელეფონი…
D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?
ძალიან მნიშვნელოვანია. მის გარეშე უამრავი საკითხი ბევრად რთული გადასაწყვეტი ხდება.
D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?
პრაგმატული,საიმედო,გამოცდილი.
D: თქვენს ავტომობილთან დაკავშირებულ რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?
კურიოზის რა გითხრათ, მაგრამ როგორც გითხარით, მყავს მიცუბიში დელიკაც, რომლის საჭესთან როდესაც ვჯდები, მიწევს ოლიმპიური სიმშვიდის შენარჩუნება. ..არ უმუშავებს სიგნალი და მოგეხსენებათ თბილისში როგორი მიღებულია გზებზე სიგნალით ურთიერთობა…..რომ ვერ ვპასუხობ, მიწევს ნერვების დაოკება….ასეთ დღეებს და გადაადგილებას უსიგნალო დელიკით Buddha Driving ვეძახი. ….
D: გიყვართ სიჩქარე?
საკმაოდ.