Startaperi

Uncategorized

Published on: 08 October 2014

როგორ დავძლიოთ ავტომობილთან დაკავშირებული შიში?

ავტომობილი რთული ტექნიკური მოწყობილობა არის, აქედანაა ყველა შიში და თავდაუჯერებლობა მძღოლში.  ტარების შიში (როგორც ადამიანის ინსტიკტის ნაწილი, დაიცვას თავი)  არასდროს ქრება, გამოცდილებასთან ერთად ის მხოლოდ მცირდება. ამიტომ ნებისმიერ შიშთან, რომელიც დაკავშირებულია ავტომობილის საჭესთან ჯდომასთან დაგეხმარებათ პრაქტიკული ცოდნის დაგროვება.

   ფსიქოლოგია

დაბნეულობა, დაგვიანებული რეაქცია თქვენს გარშემო მომხდარ მოქმედებებზე? განიცდით დისკომფორტს იმის გამო, რომ ვერ აკონტროლებთ სიტუაციას? დაბალი თვითშეფასება არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ თავდაჯერებულად ატაროთ? მოიწვიეთ გამოცდილი მძღოლი და თხოვეთ შეაფასოს თქვენი ტარების სტილი. ამით ყველაზე ცოტა თქვენ გაამყარებთ თქვენს ცოდნას და მიიღებთ სასარგებლო რჩევებს.

   საკმარისი გამოცდილების არქონა

გეშინიათ ქალაქში გადატვირთულ გზებზე გასვლა? ვერ გრძნობთ ავტომობილის გაბარიტებს? პარკირებასა და მანევირებას დიდ დროს ანდომებთ?  დაურეკეთ ავტოინსტრუქტორს, რადგან ამ შემთხვევაში გამოსვალი მხოლოდ ერთია – პრაქტიკა და კდიევ ერთხელ პრაქტიკა.

    ნეგატიური გამოცდილება

ნეგატიური გამოცდილება – ესაც გამოცდილებაა. საჭიროა მისი ანალიზი და გამოვყოთ შეცდომები, რათა მეორედ არ დავუშვათ და წავიდეთ წინ, დავტოვოთ ყველაფერი ნეგატიური უკან. ეს არის განვითარების კანონი.

თეგები: , ,


Back to Top ↑