სტატიები

Published on: 27 March 2017

დამწვარი Lamborghini 12 ლარად იყიდება

შტატებში გასაყიდად დამწვარი Lamborghini Huracan -ი გამოიტანეს. შესაბამისი განცხადება დევს Iaai.com -ის საიტზე. მდიდრული ავტომობილის ნარჩენები მფლობელმა 5$ -ად შეაფასა, რაც ჩვენს ფულზე დაახლოებით 12 ლარია. ლოტის აღწერიდან ჩანს, რომ 2015 წელს გამოშვებული Lamborghini Huracan -ის ყიდვა მფლობელს დაახლოებით $236 055 დაუჯდა. ავტომობილი იყო სრულამძრავიანი და გავლილი ჰქონდა სულ რაღაც 64 კილომეტრი.  ინციდენტის დეტალები უცნობია.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე კვირის წინ ჟენევაში ყველაზე სწრაფი Huracan -ის პრემიერა გაიმართა. მისი სისწრაფის მთავარი გასაღები შემცირებულ წონაშია – 1382 კგ. ავტომობილი აღჭურვილია 5,2 ლიტრი მოცულობის V10 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 640 ცხ.ძ. -მდე ქნა გაზრდილი. ასევე ავტომობილი აღჭურვეს ახალი გამოსაბოლქვი სისტემით. რეზულტატში სრულამძრავიანი Huracan -ი 0-100 კმ/სთ აჩქარებას 2,9 წმ -ში აკეთებს.

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑