ვიდეო

Published on: 13 March 2017

ჩვენი დროის კაზანოვა მხოლოდ Audi–ს ახალი მოდელის ავტომობილებით გადაადგილდება (+ვიდეო)

ქალაქში ახალი კაზანოვაა! ორი გამომძიებელი, 3 თავბრუდახვეული ქალბატონი, 3 სერიოზული ძარცვა და ერთი ამოუცნობი მამაკაცი. Audi-ს ვიდეორგოლი ნამდვილად ძალიან მაგარი გამოვიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბრენდის 3 ახალ ავტომობილზე, რომელთა რეკლამირებასაც ემსახურება საოცრად კარგი სიუჟეტის მქონე რგოლი #hardtocatch–ი. მომხიბვლელი მამაკაცი, რომელიც არასდროს ტოვებს კვალს, ყოველ “მსხვერპლს” ახალი იდენტობით ეცნობა და რაც მთავარია, არასდროს გადაადგილდება ერთი და იმავე ავტომობილით. ქალბატონები კი, რომლებიც შესაძლოა გამოძიებას, როგორც თვითმხილველები ისე გამოადგნენ, იმდენად არიან მოხიბლულები, რომ არც დაკარგული ძვირფასეულობა და ქონება ადარდებთ, არც ის დაიჭერს, თუ არა პოლიცია დამნაშავეს.

ნამდვილად, ისეთ ავტომობილებს, როგორებიც ბრენდმა სულ ცოტა ხნის წინ წარმოგვიდგინა, ამაზე ნაკლები ვიდეორგოლი არ შეეფერებოდა. 12 თვეში შექმნილი 3 ახალი მოდელი და ერთი Ducati.

თეგები: , , ,


Back to Top ↑