ვიდეო

Published on: 16 February 2019

ჩინეთში “ურელსო” ელექტრონულ მატარებელს ტესტავენ

ჩინეთში მიმდინარეობს ელექტრონული მატარებლის ტესტირება, რომელსაც რელსები არ სჭირდება, ის ავტობუსის მსგავსად გადაადგილდება. აღწურვილია სხვადასხვა სენსორებით, რომლებიც მძღოლს სხვა სატრანსპორტო საშუალებებსა და ობიექტებთან დისტანციის დაჩვაში ეხმარებიან. მატარებელი შედგება სამი ვაგონისგან და ითავსებს 300 მგზავრს, მაქსიმალური სიჩქარე კი 70 კმ/სთ-ს შეადგენს. მართალია ეს არც თუ ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ მჭიდროდ დასახლებული ქალაქისთვის მეტი არცაა საჭირო, მთავარია სტაბილურობა და მოცულობა.

მატარებლისთვის 10 წუთი დამუხტვა საკმარისია, რომ მან 25 კმ დაფაროს, რაც მეგაპოლისისთვის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია. სატრანსპორტო საშუალება -20 °C  ტემპერატურაზეც გამოიცადა, რაც წარმატებით დასრულდა.


Back to Top ↑