სტატიები

Published on: 14 May 2018

ჩინელებმა შექმნეს “Bugatti” მათთვის ვისაც მართვის მოწმობა არ აქვს

ნაკლებად ცნობილმა ჩინურმა კომპანია Shandong Qilu Fengde -მ ჰიპერქარ Bugatti Chiron-ის “კლონი” წარმოადგინა.

ჩინელებმა დიდიხანი შეწყვიტეს თავისი ოთხბორბლიანი ასლებით ჩვენი გაოცება, მაგრამ მოცემულმა ავტომობილმა, რომელმაც მიიღო სახელწოდება Shandong Qilu Fengde P8, გაგვაოცა თავისი ფასით. ჩინეთში ამ ავტომობილში ხუთი ათას დოლარს ითხოვენ, იმ დროს როდესაც ორიგინალი Bugatti Chiron-ი თავისი გადასახადებით 9 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება.

რათქმაუნდა ფრანგულ ჰიპერქარსა და ჩინურ კლონს საერთო არაფერი აქვთ, თუ არ ჩავთვლით დიზაინის ელემენტებს. ჩინური ასლი გაცილებით პატარაა, ამასთან ის ელექტრონულია და ეკუთვნის კატეგორია LSEV-ს რომლის სამართავადაც მართვის მოწმობა საჭირო არაა.

ავტომობილი აღჭურვილია ელექტრონული ძრავით, რომლის სიმძლავრეც 3,35 ცხ.ძ. -ს შეადგენს. ერთ დამუხტვაზე 150 კმ -ის გავლა შეუძლია და სრული დამუხტვისთვის 10 სათი სჭირდება. მაქსიმალურ სიჩქარე კი, რომელსაც ეს ელქტრონული ავტომობილი ანვითარებს, 50 კმ/სთ -ს შეადგენს.

 

თეგები: ,


Back to Top ↑