სტატიები

Published on: 27 March 2018

ჩინელებმა ევროპული ბაზრისთვის ახალი კროსოვერი შექმნეს

კომპანია Lynk&Co-მ, რომელიც Volvo-სა და Geely-ს ერთობლივი ბრენდია, ევროპული ბაზრისთვის ახალი კომპაქტური კროსოვერი წარმოადგინა, რომელმაც სახელწოდება 02 მიიღო.

ახალი მოდელის ჩვენება ამსტერდამში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე შედგა. მოსალოდნელია, რომა ავტომობილის აწყობა 2019 წლისთვის დაიწყება, ხოლო ბაზარზე 2020 წელს გამოვა.

Lynk&Co 02 ჩინური კომპანიის მესამე მოდელია. მან ბრენდის პორტფოლიოში დიდ კროსოვერ 01-სა და სედან 03-ს შორის დაიკავა ადგილი. უფროს მოდელისგან კროსოვერი 02 უფრო კომპაქტური ზომებით გამოირჩევა, ამასთან გარეგნულად და ინტერიერის მხრივ ბევრ რამეში კროსოვერ 01 -ს ჰგავს. ავტომობილის ევროპული ვერსიის ოფიციალური ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ ხმაურდება.

Lynk&Co -ში არ მალავენ იმას, რომ ახალ მოდელზე დიდ იმედებს ამყარებენ. პროექტის ხელმძღვანელის ანდრეს ნილსონის თქმით კროსოვერი ბრენდის ხაზში ცენტრალურ ადგილს დაიკავებს და  კონკურენციას გაუწევს ისეთ ევროპულ მოდელების როგორებიცაა Mercedes GLA და Audi Q2.

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑