სტატიები

Published on: 06 July 2018

ჩამოწერილი სამხედრო “გელენდევაგენის” ახალი სიცოცხლე

ამერიკულმა კომპანია Legacy Overland-მა გადაწყვიტა ჩამოწერილ Mercedes-Benz G-Wagen 250 GD-ს მეორე სიცოცხლე ეჩუქებინა. კომპანია დიდი ხანია რაც დაკავებულია ჯიპების რესტავრირებით და გააჩნია არამარტო დიდი გამოცდილება, ასევე ესმის ისიაც, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს “გონს მოყვანილი”ავტომობილი. 1990 წლის გამოშვების Mercedes-Benz G-Wagen 250 GD-მ სერიოზული ცვლილებები განიცადა.

ტიუნინგის შედეგად ავტომობილის ზოგიერთი დეტალის მოთუთიება მოხდა, ასევე გაუმჯობესდა სავალი ნაწილი და მართვის სისტემა, ხოლო ძარა გამაგრდა უსაფრთხოების გისოსებით.”სამხედროს” სავარძლები მოპირკეთდა ტყავით, აღიჭურვა Pioneer-ის აუდიო სისტემითა და მრავალი სხვა.
რაც შეეხება ძალურ აგრეგატს, G-Wagen 250 GD-ის 2,5 ლიტრი მოცულობის ძრავა, რომელიც 92 ცხ.ძ. გამოიმუშავეს უცვლელი დატოვეს, რადგან კომპანიაში თვლიან,რომ ავტომობილის ძრავა და 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი განახლებას არ საჭიროვებენ.

თეგები: , ,


Back to Top ↑