სტატიები

Published on: 06 September 2018

ბრიტანეთში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კროსოვერი შექმნეს

სპორტული კროსოვერების სამყაროში მორიგი რეკორდსმენი გამოჩნდა. Lister LFP-ავტომობილი შექმნილია Jaguar F-Pace-ს ბაზაზე. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი SUV ტიპის სერიული ავტომობილი, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც 322 კმ/სთ-ს შეადგენს. აქამდე ყველაზე სწრაფ სერიულ კროსოვერად Lamborghini Urus-ი ითვლებოდა, რომელიც 305 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.

კომპანია Lister Motor-სი გასული საუკუნის 50-იან წლებში დაარსდა. ის მხოლოდ ვიწრო წრეებში იყო ცნობილი, როგორც სპორტული ავტომობილების შემქმნელი. კომპანია ასევე დაკავებულია Jaguar-ის აქტუალური მოდელების ტიუნინგით. თებერვალში Lister-მა ორიგინალური ჰიპერქარი Storm II დაანონსა, რომელიც 1000 ცხ.ძ.-მდე სიმძლავრეს გამოიმუშავებს.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑