Startaperi

ვიდეო

Published on: 26 June 2019

ბრიტანელმა ტრაქტორით 167 კმ/სთ სიჩქარე განავითარა (ვიდეო)

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორმა JCB Fastrac-მა გაი 167 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და ამით ტრაქტორებს შორის ახალი რეკორდი დაამყარა, მის საჭეზე მრბოლელი გაი მარტინი იჯდა. წინა რეკორდი(140 კმ/სთ) ერთი წლის წინ Top Gear-ში სტიგის მიერ იქნა დამყარებული.

JCB Fastrac-ი აღჭურვილია 7,2 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავით, რომელსაც დაახლოებით 1014 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. სარეკორდი რბოლა ელინგტონის აეროდრომზე გაიმართა, ამისთვის ტრაქტორი Williams Advanced Engineering-ის სპეციალისტებმა მოამზადეს.

თეგები: ,


Back to Top ↑