Published on: 10 May 2018
BMW-ში მოიფიქრეს თუ როგორ გახადონ M-სერიის მოდელები უფრო მძლავრები
ივლისის თვეში სპორტული სედანის BMW M5 Competition-ის გაყიდვები იწყება, რომელიც დღესდღეისობით M5-ის ყველაზე მძლავრი ვერსიაა.
ბავარიელების თქმით მომავალში M Competition-ი M-ის ცალკეული მოდიფიკაციის პოზიციას დაიკავეს. ანუ სპორტული ოპციების დამატებით ნაკრებს აღარ წარმოადგენს.
600 ცხ.ძ.-ის მქონე 4,4 ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანმა ბიტურბო ძრავამ, რომლითაც BMW M5 არის აღჭურვილი, გადაიტანა “ჩიპ-ტიუნინგი”. ამის შედეგად ძრავის სიმძლავრე 625 ცხ.ძ.-მდე გაიზარდა. პატრა განახლება შეეხო ექვსაფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფსა და სრული ამძრავის სისტემას.
0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის ავტომობილს 0,1 წმ-ით ნაკლები სჭირდება, ვიდრე “ჩვეულებრივ” BMW M5-ს(3,3). 250 კმ/სთ სიჩქარეზე, როგორც ადრე, ირთვება ელექტრონული შეზღუდვის სისტემა, თუმცა M Driver’s Package-ს შეძენის შემთხვევაში ავტომობილს 305 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.