სტატიები

Published on: 19 August 2019

BMW-ს ლოგო სინამდვილეში იმას არ აღნიშნავს, რაც ყველას ეგონა

ბავარიული მარკის წარმომადგენლება BMW-ს ლოგოს შესახებ არსებული მითი გააქარწყლეს. მისი ნამდვილი მნიშვნელობის შესახებ BMW Group Classic-ის დირექტორმა ფრედ იაკობსმა ისაუბრა. მისი თქმით ბევრი თვლის, რომ ცნობილი თეთრი-ცისფერი ხატულა თვითმფრინავის პროპელერს გამოხატავს. სინამდვილეში ეს ასე არ არის.

ეს გაუგებრობა გამოიწვია 1929 წელს გამოშვებულმა სარეკლამო პლაკატებმა. მათზე კომპანიის ლოგოტიპი და სახელწოდება გამოხატული იყო პროპელერით, რამაც ბევრი შეცდომაში შეიყვანა.

კომპანია Bayerische Motoren Werke საავიაციო ძრავების ქარხნის Rapp Motorenwerken-ის ბაზაზე 1917 წელს  შეიქმნა. ამიტომ მომავალში უკვე მსოფლიო ავტომწარმოებელი კომპანია BMW იმ დროს დაკავშირებული იყო საავიაციო სფეროსთან. იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროს კომპანიის საქმიანობა მიმდინარეობდა საავიაციო ძრავების წარმოებითა და მომსახურებით, ახალი კომპანიის ლოგოს დიდი ნიშვნელობა არ ენიჭებოდა, აცხადებს იაკობსი.

სინამდვილეში მარკის ლოგო მწარმოებლის მშობლიური მიწის – ბავარიის დროშის ფერებს გამოხატავს.

ავტორების ჩანაფიქრით, ლოგოს ფერები იმეორებს ბავარიის ფედერალური მიწის დროშას, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხავებებით. საქმე იმაშია,რომ ადგილობრივი მთავრობა კრძალავს ჰერარდიული ფერების კომერციულ საქმიანობაში გამოყენებას, აქედან გამომდინარეო ფერების მიმდევრობა შეცვლილი იქნა.

თეგები: ,


Back to Top ↑