BMW მთავარი დიზაინერის გარეშე დარჩა
სააგენტო Automotive News -ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ BMW -ს მთავარმა დიზაინერმა კარიმ ჰაბიბმა კომპანია დატოვა. ბავარიული ავტოწარმოების ოფისში ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. ასევე უცნობია თუ სად იმუშავებს დიზაინერი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს BMW Group -ი კიდევ ორმა მთავარმა დიზაინერებმა დატოვეს – ანდერს ვარმინგმა, რომელიც MINI -ს ბიუროს ხელმძღვანელობდა და გადავიდა Borgward -ში. ასევე ბენუა იაკობმა “i” -ს ქვედანაყოფიდან, რომელმაც სამუშაოდ კომპანია Future Mobility -ში გადავიდა.
აქვე ავღნიშნავთ, რო Borgward -ი და Future Mobility ჩინური კომპანიებია, აქედან გამომდინარე გამორიცხული არაა, რომ კარიმ ჰაბიბიც მსგავსმა შემოთავაზებამ დააინტერესა.

ჰაბიბის გუნდი BMW Vision Future Luxury Concept -ზე მუშაობს.
კარიმი Mercedes -ში მცირედი შესვენების შემდეგ 2012 წელს BMW -ში დაბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით ედრიან ვან ჰოიდონკის ეპოქის შემდეგ საავტომობილო მარკის ახალი “სახე” შეიქმნა. კომპანიაში მისი ხელმძღვანელობით შექმნილი ბოლო ავტომობილი შესაძლოა კროსოვერი BMW X7 აღმოჩნდეს, რომელიც გაყიდვაში 2018 წელს გამოვა.