ვიდეო

Published on: 22 October 2014

BMW M4 GTS – ზე მუშაობას განაგრძობს

ნიუბურგრინგზე პაპარაცმა დააფიქსირა სრულიად ახალი BMW M4 GTS -ის პროტოტიპის ტესტირების კადრები. BMW ახალი მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებს ჯერ-ჯერობით არ ავრცელებს, მაგრამ თუ გავიხსენებთ E92 M3 GTS -ის შექმნის პროცესს შესაძლებელია რამოდენიმე ვარაუდის გამოთქმა. 3,0 ლირტრიანი ძრავა სავარაუდოდ გაიზრდება და ამჟამინდელი 430 ცხენის ძალა 450 მიაღწევს, შესაძლოა უფრო მეტსაც. “გახდილი” სალონი, მკაცრი სპორტული სავალი აღჭურვილობა და სრულფასოვანი აეროდინამიული კომპლექსი გახდიან M4 GTS -ს ყველა სარბოლო ტრასის დაპყრობის ღირსეულ კანდიდატად. ავტომობილს ველოდებით 2015 წლისთვის მანამდე კი გთავაზობთ ნიუბურგრინგზე მისი ტესტირების კადრებს.

 

თეგები: ,


Back to Top ↑