სტატიები

Published on: 14 October 2015

BMW -მ “დამუხტული” M2 გაასაჯაროვა

BMW 2-Series -ის ოჯახი M ვერსიით შეივსო. ავტომობილი გამოიმუშავებს 370 ცხენის ძალას, აღჭურვილია მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და სხვა გემრიელობებით.

დავიწყოთ მთავრით: ავტომობილის კაპოტ ქვეშ იმალება ექვს ცილინდრიანი ტვინ-ტურბო ძრავა – M3/M4 -ის ძრავების მსგავსი, მაგრამ ახალი სტატუსით. 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ორკარა 0-100 კმ/სთ -ს 4,5 წმ -ში ანითარებს, მაშინ როდესაც ავტომატური გადაცემათა კოლოფი ამ მაჩვენებელს 0,2 წმ -ით დაბლა წევს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 250 კმ/სთ -ს. სპორტპაკეტის შემთხვევაში 270 კმ/სთ. 370 ცხენის ძალას M2 გამოიმუშავებს 6500 ბრ/წთ -ზე. ხოლო ბრუნვითი მომენტი შეადგენს 465 ნმ -ს (500 ნმ ოვერბუსტის რეჟიმში), 1450 -დან 4750 ბრ/წთ -მდე დიაპაზონში.

კიდევ რაც საინტერესოა არის ის, რომ  მოდელმა მიიღო M3/M4 -ის მსგავსი ალუმინის სავალი ნაწილები, მოიმატა წონაში 40 კგ -ითა და სიგანეში 80 მმ -ით.

ასევე ავღნიშნავთ აქტიურ უკანა M-დიფერენციალს, ახალ სამუხრუჭე სისტემას და მუშაობის რამოდენიმე რეჟიმს. გაყიდვები დაიწყება 2016 წლის გაზაფხულზე, დაველოდოთ.

თეგები: , ,


Back to Top ↑