ვიდეო

Published on: 20 December 2018

BMW ლეგენდალურ 530 MLE-ს დააბრუნებს

1974 წელს როსლინში დაარსებული BMW-ს ქარხანა, იყო პირველი რომელიც დაარსდა გერმანიის საზღვრებს გარეთ. მრავალი წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის ქარხანაში გამოშვებული იქნა ბევრი სპეც სერიის ავტომობილი, რომელიც განკუთვნილი იყო მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის.მაგალითად ისეთები როგორებიცაა: 325iS / 325iS Evolution HP და 333i . ასევე იყო  530 Motorsport Limited Edition-ი, რომელიც 1976 წელს 110 ტირაჯით გამოვიდა, ხოლო 1977 წელს დაემატა 117 ეგზემპლარი.

ამ ავტომობილების შექმნიდან ოთხი ათწლეულის შემდეგ BMW South Africa-მ მოახერხა ხელთ ჩაეგდო შედარებით “გადარჩენილი” Type 1 და გეგმავს დაუბრუნოს დაჟანგულ ავტომობილს თავისი პირველადი მდგომარეობა.

თეგები:


Back to Top ↑