Published on: 26 October 2015
BMW კიდევ ერთხელ გამოუშვებს 600 ცხ.ძ. -ის მქონე M5 -ს შეზღუდული რაოდეობით
BMW -მ წარმოადგინა “დამუხტული” M5 – Pure Metal -ის სპეციალური მოდიფიკაცია. ავტომობილი გამოვა მხოლოდ 20 ეგზემპლარით და აღიჭურვება იმავე 600 ცხ.ძ. -ის მქონე ძრავით, რომლითაც მოდელის შარშანდელი, M5 -ის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული ვერსიები აღიჭურვა. ასეთი სულ 300 იყო.
ავტომობილის ძარამ განსაკუთრებული შეფერილობა მიიღო, რომელიც სპეციალურად ამ მოდელისთვის BMW individual დანაყოფის მიერ იქნა მომზადებული. ავტომობილი აღიჭურვა 20 დიუმიანი დისკებით, ხოლო სალონი მოპირკეთდა ტყავისა და ალუმინის ელემენტებით.
BMW M5 -ის ეს მოდელი აღიჭურვება 4,4 ლიტრი მოცულობის V8 ტვინ-ტურბო ძრავით, რომელიც 0-100 კმ/სთ -ს ანვითარებს 3,9 წმ -ში. ეს მაჩვენებელი M5 -ის სტანდარტულ მოდელთან შედარებით 0,4 -ით ნაკლებია.
ყველაფერთან ერთად ახალი მოდელის ბაზაში შედის სპორტ-პაკეტები Competition -ი და M Driver’s -ი. პირველში შედის 10 მილიმეტრით დადაბლებული სავალი ნაწილი, უკანა აქტიური M-დიფერენციალი და კარბონ-კერამიკული სამუხრუჭე მექანიზმები. მეორემ საშუალება მისცა ავტომობილს განევითარებინა მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ. სპეცვერსიის ღირებულება იქნება 130 700 ევრო.